საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.
ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მგელაძემ საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით გაიმარჯვეს.
სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.