დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, ამავე ფაკულტეტის დეკანს ნინო იმნაძესა და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს, პროფესორ მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის მერს ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი კონცეფციაგააცნეს. თავის მხრივ, კახა კალაძემ მზაობა გამოთქვა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთად, ტყე-პარკის განახლების პროექტი განახორციელოს.
შეხვედრაზე თბილისის მერმა სტუდენტებს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა გამწვანების სამუშაოებზე, მწვანე სივრცეებზე, ქალაქის ლანდშაფტური არეალის დაცვაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე.
„ბევრმა ადამიანმა იცის ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, პარკების განახლება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ის ინიციატივა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რას ეხება საქმე - ეს არის ახალგაზრდების ინიციატივა, რომელიც ხუდადოვის ტყის განახლებას, რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას გულისხმობს. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, კონკრეტული პროექტი წარმოადგინონ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდები ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ერთვებიან. ჩვენ ერთად უნდა დავისახოთ კონკრეტული გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას. იცოდეთ, რომ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში და მხარს დაგიჭერთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, პროფესორმა მერაბ ბოლქვაძემ თბილისის მერსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სტუდენტების ინიციატივის გაზიარებისა და მზაობისთვის - მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროექტის განხორციელებას, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორია გულდასმით შეისწავლეს და მისი გადარჩენისა და გაჯანსაღების კონცეფცია შეიმუშავეს.
„მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ტერიტორიას სასწრაფოდ სჭირდება შველა, რათა ქალაქმა მსგავსი რეკრეაციული სივრცეარ დაკარგოს. ამიტომ, კვლევას და ტერიტორიის ანალიზს პროექტის სახე მისცეს და განსახილველად წარმოადგინეს. ძალიან კარგია, რომ თავად მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები ამ მნიშვნელოვანი გარემოებითდაინტერესდნენ. სტუდენტები ახლა მონაწილეობას მიიღებენ კონცეფციის დამუშავებაში, რაც მათთვის ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
ამასთან, ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, სტუდენტების მთავარი ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო გამართული რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი საკუთარი ინტერესის სფეროს ნახავდა.
„ასევე, საინტერესო იყო ლანდშაფტურ-არქიტექტურული კუთხით მუშაობა. რეალურად, თუ ეს პროექტი განხორციელდება, თბილისი მიიღებს საინტერესო ლანდშაფტურ-არქიტექტურულ ნიმუშს, რომელიც მხოლოდ გამწვანებული სივრცის მოწყობასარ გულისხმობს. ეს იქნება არქიტექტურით ფორმირებული ლანდშაფტი, რაც ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს, ჩვენი უნიკალური ქალაქისთვის. სტუდენტებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს მწვანე არქიტექტურა, რომელიც პრიორიტეტული იყო მათთვის. ასევე, გაითვალისწინეს, რომ ეს ყოფილიყო საზოგადოებრივი სივრცე - ადგილი შეხვედრებისთვის; გათვალისწინებულია დიზაინერული ელემენტები - სკამების, ბავშვთა-გასართობი სივრცეების, პარკინგის საკითხი და ა.შ“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.
შეხვედრას დედაქალაქის მერთან და ვიცე-მერთან ერთად, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.