ჯონ ქერი: "ისლამური სახელმწიფოს" სწრაფად ლიკვიდაციისთვის აშშ ახალ სამხედრო, კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს ეძებს
23-11-2015, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, აშშ ეძებს ახალ სამხედრო, კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სწრაფად ლიკვიდაციის გადასაწყვეტად. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

 


"მთავარი საკითხია "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება სირიასა და ერაყში. ვისურვებდი, რომ ჩვენი ოპერაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს. პრეზიდენტს სურს, რომ ოპერაცია დაჩქარდეს", - განაცხადა ჯონ ქერიმ.

 


მისივე თქმით, ბარაქ ობამა მთავრობასთან ერთად, მუშაობს ახალი კონცეფციის შესაქმნელად "ბოევიკებთან" ბრძოლის დასაჩქარებლად.

 

 

ქერის ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანზე მუშაობა ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პარიზის ტერაქტებამდე დაიწყო, ზოგიერთზე კი ამ ტერაქტების შემდეგ. თუმცა, ჯონ ქერის არ დაუკონკრეტებია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის რა სტრატეგია მუშავდება.

 


სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, არ აპირებს მიწისზედა ოპერაციების განხორციელებას სირიაში. ის შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ გარკვეულ პირობებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი