საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ მესამედ ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენითგაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის.
დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში, ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებშემეცნებით ილუსტრაციასიხილავს. ასევე, გამოიფინებაძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.
„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი.
ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.