ჯუანშერ ბურჭულაძე: „არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“
07-10-2022, 20:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით
შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებას
2024 წელსაც გავზრდით“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“
ეთერში განაცხადა.

 


მისი განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან
სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესი 2024 წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ
შევპირდით და 2023 წლის იანვრიდან 20% -ით გავზრდით სამხედრო
მოსამსახურეების ანაზღაურებას. მიმდინარე წელს მოვახერხეთ და
დაახლოებით, 20%-ით, ზოგ შემთხვევაში, მეტითაც გავზარდეთ
ანაზღაურება“, - განაცხადა მან. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით,
სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 2024 წელსაც გაიზრდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი