„ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება მიზანს, რომ
გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა“ - ამის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა
უპასუხა წამყვანის შეკითხვას ცალკეული მედიასაშუალებების მიერ
შექმნილ აჟიოტაჟზე, რომელიც ჯარიდან ე.წ. გადინების თემას ეხება.
მისი განცხადებით, სტატისტიკა საგანგაშო არ არის და ამ მხრივ
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ქართულ ჯარში. „სამხედრო
მოსამსახურე არის ზუსტად ის სეგმენტი, რომელზეც არის დიდი
მოთხოვნა დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ჯარისკაცი არის
ახალგაზრდა, დისციპლინით აღსავსე და ასევე, ფიზიკურად
მომზადებული პიროვნება. თუმცა, ჩვენ შიდა კვლევაც ჩავატარეთ და
მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ ეს სრულიად გავაჩეროთ და პირიქით,
გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა. ის ნაბიჯებიც, რაც ჩვენ
უკვე გადავდგით და რასაც ვდგამთ, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება,
რომ გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა“, - განაცხადა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.