საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უწყების
სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ბინებით
უზრუნველყოფა გაგრძელდება და პროექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს: „
ვფიქრობთ, რომ პროგრამა უფრო ფართო წრის შემადგენლობაზე გავრცელდება,
სავარაუდოდ, მას სხვა კრიტერიუმითაც განვავრცობთ. ანალოგიურ პროექტს
დავიწყებთ უახლოეს წლებში და დაახლოებით იმავე რაოდენობის სამხედრო
მოსამსახურეს დავაკმაყოფილებთ“. ამჟამად მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“
მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, პროექტი წარმატებით ხორციელდება და
საცხოვრებელი ბინები ოფიცრებს წლის ბოლომდე გადაეცემათ. „ჯარის ქალაქში“ 115
000 კვადრატული მეტრის ფართობზე, 39 კორპუსის მშენებლობა სწრაფი ტემპითა და
მაღალი ხარისხით შესრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო
მოსამსახურეებს კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარის გადახდა უწევთ.
სამხედრო მოსამსახურეების დაფასება და მათთვის სათანადო სოციალური პირობების
შექმნა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.