ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის არსებულ დავას გამოეხმაურა „ბიძინა
ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის. მისი
კაპიტალის 80% ხმარდება საქმეებს, რასაც მოსახლეობა საკუთარი ფულით უნდა
ვაფინანსებდეთ“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ ჟურნალისტის მიერ შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“
დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,
ბიძინა ივანიშვილის ფული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე
კაპიტალია. „ეს არის ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული, ასე რომ, თუ ამის
უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ყველამ უნდა
იცოდეს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და
მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი გვქონდეს“, - აღნიშნა ჯუანშერ
ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.