კახა კალაძე იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
08-10-2022, 21:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან და წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო.

 


ღონისძიება კრწანისის რაიონში მდებარე იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.

 


„გრიშაშვილის იუბილეს აღვნიშნავთ მისივე სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სწორედ 2019 წლიდან დავიწყეთ ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაც, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის ხოლმე. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ორი წელი აღნიშნული ღონისძიება არ გამართულა.

 


მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. სასიამოვნო საღამო იყო, საუკეთესო განწყობით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა.
ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და
სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ. ასევე,
ღონისძიებაში მონაწილეობა მედუდუკეთა ანსამბლმა მიიღო. „ძველი თბილისური
ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია
მუსიკალური ნომრებითა და სხვადასხვა ფილმიდან და სპექტაკლიდან
ფრაგმენტებით.

 


აღნიშნული სკვერის სივრცე რეტრო გალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა
რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს
კი, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

 


ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა
მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა
ოდიშარია, ლევან ჯაფარიძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 2
#2   the raven poem
      
Nothing farther then he uttered—not a feather then he fluttered—

Till I scarcely more than muttered “Other friends have flown before—
arabic-poems.com/2026/01/the-raven-poem.html
31 მარტი 2026 06:54
#1   arabic poems
      
arabic poems.

arabic-poems.com
27 სექტემბერი 2025 09:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი