თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოხატავს თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო
09-10-2022, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოხატავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

 


„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ადამიანები ნაადრევად მიდიან ამ ქვეყნიდან, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს, რომელთაც ასე ძალიან უყვარდათ.

 


ლაშა გოგიაშვილი 2020 წლიდან მუნიციპალულიტეტის მერად იქნა არჩეული.მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო რაიონისთვის, ქვეყნისთვის.

 


ის იყო საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით, პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანი, რომელსაც ქალაქის წარმატებისთვის თავი არასოდეს დაუზოგავს. ჰქონდა საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 


ლაშა გოგიაშვილი დიდი დანაკლისია მთელი მუნიცილატეტისთვის და რეგიონისთვის.თითოეული ჩვენგანი ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს და გაიხსენებს როგორც წარმატებულ, ღირსეულ ადამიანს და მოქალაქეს“, - ნათქვამია თერჯოლის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და ტრაილერი შეეჯახნენ.

 


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი