საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.
მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს,”-აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.