ილია გობაძე: ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია
24-11-2015, 00:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს, - ამის შესახებ ილია გობაძემ მისი შვილის, ხვიჩა გობაძის მიერ საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისადმი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ვიდეო-მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.


"ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა. მოდას, რომელიც ისლამშია, უარყოფენ", - აღნიშნა ილია გობაძემ.


მან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხსა და ღორის თავის სამლოცველოს კარზე მიმაგრების საკითხზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ საქართველოში მუსლიმები ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც ისლამის კანონებით ევალებათ.


"მუსლიმანი ვერ ცხოვრობს ისლამის მიხედვით. ღმერთმა კაცობრიობას გამოუგზავნა კანონები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყნად და როგორ მოვიგოთ ღმერთის გული და დავმკვიდრდეთ სამოთხეში. ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთმა მისცა უფლება, თუ გებრძვიან შენი რელიგიის, ქონების და სამშობლოს გამო, შეგიძლია იბრძოლო. ჩვენ არ გვებრძვიან, მაგრამ აგერ მეჩეთს არ გვაშენებინებენ, ღორის თავი მიაკრეს სამლოცველოს. ეს არ ამართლებს ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვამბობ ჩემს სატკივარს", - აღნიშნა ილია გობაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი