საქართველოს კულტურის სამინისტრომ მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოსა“ და მესტიის სალოტბარო სკოლას ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
09-10-2022, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოსა“ და მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.

 


ღონისძიება, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია, მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, ანსამბლ „რიჰოსა" და მესტიის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები, ანსამბლის წევრები ესწრებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.

 


კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.

 


დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი. 2021 წლის დეკემბერში გამოიყო 197 999 ლარი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ანსამბლებს ეტაპობრივად გადასცემს მათთვის შეკერილ სასცენო სამოსს. მეორე ტენდერი სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა. გამოიყო 141 000 ლარი, რომლითაც დაიგეგმა სამოსის გადაცემა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლისთვის. აღნიშნული ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.

 


1928 წელს ივანე მარგიანმა და ალექსი ფილფანმა ზემო სვანეთში შექმნეს „მესტიის სიმღერისა და ცეუკვის ანსამბლი“, რომელიც დღეს „რიჰოს“ სახელით არის ცნობილი. „რიჰო“ ერთ-ერთი უძველესი სიმღერის სახელია და ნიშნავს განთიადს. ეს სახელი ანსამბლს 1980 წელს უწოდა მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ისლამ ფილფანმა.

 


დღეს ანსამბლში მესტიის რაიონის სამი თაობის მომღერლები და მოცეკვავეები არიან. მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ვახტანგ ფილფანი, ქორეოგრაფი - კანდიდ მერლანი.

 


ანსამბლ „რიჰოს“ რეპერტუარი, ძირითადად, სვანური სიმღერებისგან შედგება, რომელთაც ზეპირი გადმოცემით სწავლობენ. ისინი შესრულების ტრადიციული მანერით გამოირჩევა.

 


აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა „რიჰომ“ არაერთი კონცერტი გამართა საზღვარგარეთაც. ამავდროულად, ის არის რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, გამოცემული აქვს ორი ფირფიტა და კომპაქტ-დისკი საფრანგეთში.

 


ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლი 2016 წელს შეიქმნა. ანსამბლში იქაური ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერასა და საკრავებზე დაკვრას. ამჟამად ანსამბლში 30 მოსწავლეა. ლოტბარია ვახტანგ ფილფანი, რეგენტი - გოდერძი აფციაური.

 


დაარსების დღიდან მესტიის სალოტბარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და კონცერტში.

 


ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ ,,რიჰოს“ გადაეცა მომღერლის 36 და მოცეკვავის 10 კომპლექტი (ჩოხა-ახალუხი), მომღერალი ქალის სამი და მოცეკვავის 11 სვანური კაბა, მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლს კი - 15 კომპლექტი (ჩოხა-ახალუხი) და 15 სვანური კაბა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი