ჯანდაცვის მინისტრი: 300 მილიონი ლარი სრულად მიმართულია დევნილებისთვის ბინების მშენებლობისკენ და მომდევნო 3 წელში 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
09-10-2022, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დევნილების მიმართულება ძალიან პრიორიტეტულია ჩვენთვის და წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

 


ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიმართულია დევნილებისთვის ბინების მშენებლობისკენ და მომდევნო 3 წელში 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

 


„შედარება რომ გავაკეთოთ, არ წავალ 10 წლის და უფრო იქით რა იყო, მაგალითად წინა წელს გვქონდა 110 მილიონი, წელს გვაქვს 300 მილიონის ფარგლებში, რაც სრულად მიემართება დევნილების ბინების უზრუნველყოფისკენ და ის დაპირება რაც გვაქვს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 000 დევნილი ოჯახის ბინების უზრუნველყოფა, ჩვენ ამას ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულებთ. ამ პროექტს ისედაც, მიმდინარე წლის იანვრიდან ზუსტად მივყვებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მატება, რაც საბოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

 


ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი