პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
რეგიონისთვის ასეთი პროფესიონალის, გულშემატკივრისა და ერთგული პატრიოტის დაკარგვა მძიმე დანაკლისია.
სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს,”- ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.