GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დღეს დილით განხორციელებული თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს მიაყენეს დარტყმები.
პუტინი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ „მკაცრი“ პასუხი იქნება გაცემული რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ „ტერორისტულ აქტზე“, ასეთად კი ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება შეფასდა.
მოელიან, რომ რუსეთის ლიდერი დღეს უშიშროების საბჭოზე განიხილავს რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე გასულ დღეებში მომხდარ აფეთქებას, რაშიც ის უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის მიმართულებით 83 რაკეტა გაუშვა - მათგან, BBC-ის ცნობით, 43-ზე მეტი ჩამოაგდეს. როგორც სააგენტო Reuters-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ერთ-ერთი რაკეტა კიევში მდებარე გერმანიის საკუნსულოს შენობას მოხვდა, თუმცა უცნობია შეეწირა თუ არა ვინმე ამ სარაკეტო იერიშს.
უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპული არიან სამოქალაქო პირები და დაზიანებულია რამდენიმე ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტი, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.