მელიქიშვილის გამზირის აღდგენის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე ტერიტორიაც განახლდება
12-10-2022, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ არსებული ტერიტორია იერსახის უცვლელად, სრულად აღდგება და განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მაქსიმალურად შენარჩუნდება პირვანდელი სახე და განახლდება თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ე.წ. წყლის ფარდა.

 


„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს. ის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. რადგან აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია და სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღინიშნება, გადავწყვიტეთ, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის,ე.წ. ფილარმონიის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობთ, ნოემბერში მთლიანად დავასრულოთ პროექტი გამწვანების სამუშაოებით, ტროტუარების მოწესრიგებით, განათების ბოძებით. მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოსამსახური ე.წ. ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებასდაიწყებს.კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ, დაზიანებულია ქვის ფილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკავებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა. წვიმიან ამინდში ამ გადახურულ სივრცეშიც წვიმს, წყალიჩადის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო, სარდაფები იტბორება წყლით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


კახა კალაძემ აღნიშნულ პროექტზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულად განახლდება საკონცერტო დარბაზისმიმდებარედ არსებული შადრევანიც.

 


შადრევნის სარეაბილიტაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის მერმა შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაავალა.

 


„ტერიტორიაზე არსებული შადრევანიმუნიციპალიტეტის მოვლა-პატრონობაშია. შადრევნის გაყვანილობის დაზიანების გამო, ზიანდება მომიჯნავე სივრცე, რომელიც სცენის და სავენტილაციო შახტებია განთავსებული. ასევე, დეფორმირებულია შენობასთან ასასვლელი კიბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის აღდგენას.პირვანდელი სახე მაქსიმალურად შენარჩუნდება, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ არსებობდა. გარდა ამისა, ამორტიზებული გრანიტი მოპირკეთდება, აღდგება მისი მწყობრიდან გამოსული ნაწილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შადრევნის რეაბილიტაციაჩატარდება.ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცის მოწესრიგება, რადგან ტერიტორიის ამ ფორმით და ასეთ ვითარებაში დატოვება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი