თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დამატებით, 260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელს დაწყებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული.
„დაწყებული გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანებს წლების განმავლობაში ჰქონდათ ეს პრობლემა. შეიძლება ნება არ იყო, შეიძლება, ბიუროკრატიული პრობლემები არსებობდა, მაგრამ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 25 ოჯახს, ისნის რაიონში - 43 ოჯახს, მთაწმინდის რაიონში - 11 ოჯახს, ვაკის რაიონში - 51-ს, გლდანის რაიონში - 31-ს, კრწანისის რაიონში - ცხრა ოჯახს, საბურთალოს რაიონში - 19-ს, სამგორის რაიონი კი, 71 ოჯახს. ჯამში, საცხოვრებელი ფართები დამატებით,260 ოჯახს დაუკანონდება“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს დაკანონების პროცედურების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა და მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
„მინდა, ასევე,მივმართო ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს -მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და ფართებით დავაკმაყოფილებთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც გეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი. ასევე, დაგეხმარებიან, რომ შემდეგ ფართების დაკანონება მოხდეს და საკუთრების მოწმობები გადმოგეცეთ. ეს ფართები იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ოჯახი გაბედნიერდა და ეს პროგრამა წარმატებით ხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვსკოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებითდაკმაყოფილება. ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები. ეს იყო სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „სვეტის“, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. რჩება კიდევ რამდენიმე პროექტი და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს და ჩვენი თანადგომა მაქსიმალურად იგრძნოთ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.