თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში მამოგრაფიის ახალი აპარატი დამონტაჟდა.მამოგრაფი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოსახულების მაღალ ხარისხს და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას უზრუნველყოფს.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვივნენ.
სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ფილიალის მუშაობის სპეციფიკა გააცნოდა მამოგრაფის ახალი აპარატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, „ჯენერალ ელექტრიკის“ მამოგრაფი ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საკუთარი სახსრებით, 447 000 ლარად შეიძინა. მსგავსი ტიპის მამოგრაფით თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნული სკრინინგ ცენტრი ემსახურება.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა და კიბოს თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა სკრინინგი დროულად ჩაიტარონ.
„ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თანაბარი დატვირთვით ემსახურება მოქალაქეებს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ შემდეგი სახის კვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი (ქალებმა 40-70 წლის ჩათვლით), საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (ქალებმა 25-60 წლის ჩათვლით), პროსტატის კიბოს სკრინინგი (მამაკაცებმა 50-70 წლის ჩათვლით), მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (ორივე სქესის წარმომადგენლებმა 50-70 წლის ჩათვლით) და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევები (ქალებმა 25–70 წლის ჩათვლით).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.