საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებით დაიწყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: "უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის , უკრაინაში პროტესტი დაიწყო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ასოცირების ხელმოწერა ევროკავშირთან".
"სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მოხდა ძალადობის გამოყენება. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ეხმარა ყველა ღონე იმისთვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წუთიერი დუმილი გამოაცხადა და პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველების ხსოვნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.