სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 3850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.აღნიშნულ ქუჩაზე,კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“წყლისადაწყალარინებისსისტემამოაწყო.ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
გასულწელს, სოფელდიღომშისამი ქუჩა-კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები მოასფალტდა. მაჭავარიანის ქუჩის დასრულების შემდეგ კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების კეთილმოწყობას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.
მაჭავარიანის ქუჩის პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.