საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქ ცაგერში ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, მოადგილე ლევან ზალკალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიებები ქალაქში 17:00 საათიდან დაიწყო.
საფესტივალო ტერიტორიებზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ მრავალფეროვანი ქართული ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ გასართობ ღონისძიებებში, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და მოესმინათ მუსიკა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მეღვინეებმა და მეწარმეებმა მიიღეს დღის განმავლობაში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართულიყვნენ. აგრეთვე მონაწილოება მიეღოთ თონეში ცხობასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
დღის ბოლოს ღონისძიება ჯგუფ "შარას" კონცერტით დასრულდა.
ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.