საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ დამატებით, 58 ოჯახს დაუკანონდა. ისნის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.
თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
„საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დღეს58 ოჯახს გადავეცით.ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც 2017 წლიდან ვახორციელებთ. ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, არაერთი ოჯახი გავახარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს, თუ გაქვთ პრობლემა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც დეტალურად აგიხსნიან, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ მერიაში გადმოიგზავნოს და შესაბამისი ღონისძიებებიგატარდეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ოჯახებს. ამ წარმატებულ პროგრამას აუცილებლად განვაგრძობთ და ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, ისნისა და მთაწმინდის გამგებლები - ნიკა ელისაშვილი და დავით კირკიტაძე, ასევე, ისნისა და კრწანისის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.