თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი ბავშვი შოკური მდგომარეობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მესამე, რომელიც კონტაქტური იყო - იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.
შემთხვევა დღეს მოხდა.
რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის კლინიკაში უთხრეს, რომ მათთან მოთავსებული ბავშვი კონტაქტურია, ხეჩინაშვილის კლინიკაში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მათთან შეყვანილი ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).
ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის აღდგენა ახლახან დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ, 12 ოქტომბერს, გაეცნო.
თბილისის მერიას მომხდარ ფაქტთან დაკავაშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.