უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში განაცხადა. მიდი თქმით, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება კანონის შესაბამისად.
„სამუშაოები ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, ქვეკონტრაქტორების თქმა გამიჭირდება. შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია, დასრულებული იყო.
უმძიმესი თემაა, თავზარდაცემული ვართ. დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა.
ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის აღდგენა ახლახან დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ, 12 ოქტომბერს, გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.