ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ასაფეთქებელი მოწყობილობა საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაციის შენობასთან აფეთქდა.
ბოლო თვეებია საბერძნეთში, მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გასაპროტესტებლად, მასობრივი აქციები იმართება. "ბიბისი" აღნიშნავს, რომ საბერძნეთში თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ხშირად რადიკალი მემარცხენეები და ანარქისტები იყენებენ.
სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.