პრემიერი: სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც გვაერთიანებს
14-10-2022, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სვეტიცხოვლობა ყველა ქართველისთვის დიდებული დღესასწაულია.

 

„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, პატივცემულო საზოგადოებავ! დიდი პატივია დღეს ჩემთვის, რომ მოგმართოთ და მოგილოცოთ ყველას, ყველა ქართველისთვის დიდებული დღესასწაული - სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები. ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე - სვეტიცხოვლობა. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე,“- განაცხადა პრემიერმა.

 

სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

 

მთავრობის მეთაურთან ერთად, სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი