ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ,,ავერსის კლინიკის" პროფესიონალ მედიკოსთა გუნდმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.
აქციის ორგანიზატორი და მხარდამჭერი გახლდათ ცაგერის მუნიციპალიტეტი.
გამოკვლევებს ატარებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები, მათ შორის: ექოსკოპისტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, მამოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოქირურგი, ზოგადი ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი
ექიმ-სპეციალისტების მიერ დანიშნული მედიკამენტების ნაწილი გაიცა ადგილზე, უფასოდ.
სამედიცინო აქციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე.
სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება გაეწია სამასზე მეტ მოქალაქეს.
მსგავსი ტიპის აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში მომავალშიც ჩატარდება.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.