„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გაიხსნა
17-10-2022, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“
გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების
სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი
განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 


თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების
არქიტექტურის ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით ევროკავშირსა და ნატოში არსებულ
საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ
პლატფორმად განიხილა, მისი გაფართოების შესახებ ისაუბრა, ასევე ღონისძიების ორგანიზების
საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

 


ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა
მგელაძემ და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეს
რუისმა.

 


ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების
წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებზე, თანამედროვე კონფლიქტების კიბერგანზომილებაზე,
ეროვნულ კიბერმდგრადობაზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ
სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
ღონისძიება პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით
თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. თავდაცვის
სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის ფარგლებში, საქართველო ფორუმს უკვე მესამე წელია მასპინძლობს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი