„ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები,
რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად იბრძოლეს“, - აღნიშნულის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტვით
გამოსვლისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ვეტერანებს მათი დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე
მებრძოლების ღვაწლი განსაკუთრებით აღნიშნა. „დღევანდელი დღე დიდი მნიშვნელობის
მატარებელია მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან აღვნიშნავთ ათასობით ადამიანის ღვაწლს,
გმირობასა და თავდადებას. ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც
მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობისთვის. თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო
პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასოდეს შედრკება მტრის წინაშე, მისი
საშუალებებისა, თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი
გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილს თავდაცვის უწყების სისტემური, თუ ინდივიდუალური დახმარებისთვის.
ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანების
დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.