ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდება
17-10-2022, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდება. ეს მეორე ცენტრი იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები აუცილებელ სამედიცინო სერვისს მიიღებენ.

 

 

დიალიზის კაბინეტი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ვილიამ გოლეთიანის სახელობის ცაგერის სამედიცინო დაწესებულებაში გაიხსნება.

 

 

სიახლე საავადმყოფოს პერსონალს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბაიაძემ სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან - ქრისტინე კობახიძესთან, ლევან ზალკალიანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან-გიორგი ნემსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან-ჭაბუკი ჭაბუკიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.

 


ცაგერის სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და სპეციალისტებით დაკომპლექტება. დიალიზის სერვისის გამართვას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს, რომელიც შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს მართავს.

 


დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეებს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით ჩასვლა, მათ ექნებათ შესაძლებლობა დაზოგონ დამატებითი ხარჯები და დრო, რაც ასევე ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დიალიზის პირველი კაბინეტი ამბროლაურში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ცენტრი ამბროლაურსა და ონში მცხოვრებ პაციენტებს ემსახურება. ახალი კაბინეტი კი ძირითადად ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებზე იქნება გათვლილი.

 


დიალიზის კაბინეტის გარდა, დაგეგმილია ცაგერის კლინიკის ინფრასტრუქტურული განახლება, ასევე გადაუდებელი დახმარების განყოფილების რეაბილიტაცია ახალი სტანდარტების შესაბამისად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი