ხონის მუნიციპალიტეტს ნიდერლანდებიდან ინვესტორების ჯგუფი ესტუმრა
19-10-2022, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის სამუშაო ვიზიტს ნიდერლანდებში, რომელიც მაისის თვეში საქართველოს ელჩთან დავით სოლომონიასთან ერთად ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალიტეტში (ოვერეისელის პროვინცია, ნიდერლანდები) განხორციელდა, კონკრეტული შედეგები მოჰყვა - ხონს ინვესტორების ჯგუფი ესტუმრა, რომელთა ინტერესის სფერო მეცხოველეობა და მეღვინეობაა.

 

 

ლადო ჯურხაძემ სტუმრებს - აუკერ ტე ბრაკს ჯერონ ნორდერმერს ,როელოფ ვიჩერს გააცნო, როგორც ადგილობრივი საინვესტიციო გარემო, ისე მეზობელი მუნიციალიტეტების რესურსები, აჩვენა ხონის სასაკლაო-სამაცივრე მეურნეობები, მეღვინეობა- მეთევზეობის საინვესტიციო ადგილები, სასოფლო-სამეორნეო დანიშნულების სხვა ობიექტები;

 


ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, სოფლის მეურნეობის სექტორულ დარგებში ჰოლანდიური მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ხონს, რეგიონს, ისე პარტნიორ პოტენციურ ინვესტორს;

 


,,მახარებს ის ფაქტი, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი ჩვენს მიერ განხორციელებულ საქმიან ვიზიტს მოყვა. ჰოლანდია არის ის ქვეყანა,რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის სწორად ათვისებისა და განკარგვის მიმართულებით. ვმუშაობთ, ბევრ სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და იმედს ვიტოვებ, რომ თანამშრომლობის პროცესი ეფექტიან შედეგებს მოგვცემს", -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ვიზიტი ჩაინიშნა და ხონს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ჰოლანდიელი ინვესტორების ჯგუფი ესტუმრება. ვიზიტის მიზანი კვლავ ადგილობრივი ბაზარის შესწავლა და თანამშრომლობის მიზნით მოლაარაკებები იქნება.

 


ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს,

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი