თელავში გამართულ პოლონურ-ქართულ საინვესტიციო ფორუმზე ხონის მერმა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პერსპექტივაზე ისაუბრა
19-10-2022, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თელავში, პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გახსნა.

 

ფორუმის ფარგლებში ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მუნციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რაც ინვესტიციების განხორციელებას ახლავს თან. დეტალურად ისაუბრა ხონის სათემო განათლების ცენტრის მოკლევადიანი გადამზადების კურსებზე, რაც ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

 


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის, კახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

 


ფორუმის მიზანია თითოეული რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი