უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმაზე, ალექსანდრე ივანიშვილზე, რძალ ქეთევან ხარაიძეზე, დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსა და მის შვილზე, ტატე მამაცაშვილზე, ასევე ასეულობით სხვა პირზე, სანქციები დააწესა.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება No727/2022 უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ „პერსონალურ სპეციალურ ეკონომიკურ და სხვა შემზღუდავ ზომებში (სანქციებში) ცვლილებების გამოყენებისა და შეტანის შესახებ“ - უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ივანიშვილის ნათესავების გარდა სანქციები კიდევ სამ ქართველზე დაწესდა - ესენი არიან ბიზნესმენები: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე და გიორგი ჯაფარიძე.
სანქცირებულთა სია სულ 256 პირისგან შედგება, მათ შორის არიან რომან აბრამოვიჩი, არკადი და ბორის როტენბერგები და მათი ოჯახები, კოვალჩუკები, ვლადიმერ ლისინი, სულეიმან კერიმოვი, ისკანდერ მახმუდოვი, ლეონიდ ფედუნი, ალეკპეროვი, ტიმჩენკო, პროხოროვი, ელენა ბატურინა, კასპერსკი, ევგენი გინერი, ვლადიმერ პოტანინი და სხვა რუსი ოლიგარქები.
პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ინფორმირებას სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე მსგავსი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხის განხილვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.