საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს, კი-ტაკ ლიმს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო საზღვაო სექტორის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ძირეულ რეფორმებს ატარებს. საქართველომ გააუმჯობესა მეზღვაურთა სწავლების, წვრთნის და სერტიფიცირების სისტემა სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მკაცრი მონიტორინგის გზით. ასევე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს სახელმწიფო დროშის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით - დაინერგა საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეგისტრაციის ახალი პროცედურა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი კი-ტაკ ლიმი საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც 2016 წლის სექტემბერში ბათუმში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.