თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. კახა კალაძემ მას მოზარდისთვის გაწეული გადაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ალბათ ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენ მიმართ გამაჩნია. თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მეგი ბანცაძემ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, მოზარდს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა, რაც საბედნიეროდ შეძლო.
„ბედისწერა იყო, რომ ზუსტად ლაზარეს წინ აღმოვჩნდი. ერთი წუთით არ შეიძლებოდა დაგვიანება. როგორც კი პულსი წამოვიდა, მივხვდი, რომ ლაზარე გადარჩა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მძიმე წუთებში იქ აღმოვჩნდი და ბავშვის დახმარება შევძელი“, - განაცხადა მეგი ბანცაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.