თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია - რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში ჩატარდა
21-10-2022, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ჭრილში სამინისტროების მასშტაბით
პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვა
მიმდინარეობს. აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია. სწორედ ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტროს გამოცდილებისა და
საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით „რედისონ ბლუ ივერიაში“ ერთდღიანი
საერთაშორისო კონფერენცია - „რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ გაიმართა. კონფერენცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი
თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გახსნა და
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის სისტემაში რისკის მართვის სისტემის
დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ასევე,
გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ
კლეიტონი.

 

 

კონფერენციაზე მონაწილეებმა თანამედროვე, ჰიბრიდულ ეპოქაში არსებული გამოწვევები და
მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს, ასევე ისაუბრეს რისკის მართვის მნიშვნელობაზე,
სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და კორუფციულ რისკებზე.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იყო საკითხები საქართველოს საჯარო სექტორში
რისკის მართვის მიმართულებით არსებულ პროგრესზეც. საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა თავიანთ გამოსვლებში მათ უწყებებში
რისკის მართვის სისტემის დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებასა და მიღწეულ
შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.

 


კონფერენციას „რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა
სახელმწიფო უწყების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი