„ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა
ნაბიჯებიც გადავდგით დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“
სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით
იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში: „უკრაინის ომში დრონები
გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ
მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით
ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“.
რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ბიუჯეტზეც ისაუბრა და
სამხედროების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროცესი განგრძობითია.
„თუ არ გვეყოლება მომზადებული ჯარისკაცი, ჩვენ ვერ შევძლებთ თავის დაცვას. სამხედრო
მოსამსახურეებს იანვრიდან ხელფასი კიდევ 20%-ით გაეზრდებათ და ეს პროცესი იქნება
განგრძობითი, რომ ჰქონდეთ შეგრძნება ხელისუფლება მათზე ზრუნავს“, - განაცხადა ჯუანშერ
ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.