საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო ,,იმედის'' ეთერში
კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ
კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი. თუმცა, აქტუალურობიდან
გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობას,
რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში იმართება და აღნიშნა, რომ სამომავლოდ
აუცილებლად ხელს შეუწყობს ამ ფორუმის გაფართოებას. „ის რომ ღონისძიება
კიბერუსაფრთხოების თაობაზე უკვე მესამე წელია ჩვენთან ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
კიბერუსაფრთხოების ფორუმზე მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ჩვენ მაქსიმალურ
ძალისხმევას არ დავიშურებთ, ეს ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალში უნდა
მიიღოს მასშტაბური სახე, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების
ხელმძღვანელმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ევროპა და დასავლეთი კიბერუსაფრთხოებისა და
ტექნოლოგიების მიმართულებით მოწინავე ქვეყნები არიან და ჩვენც ამ მოწინავე ქვეყნების
ნაწილი ვართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.