აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი ამერიკაში საიდუმლო ვიზიტად იმყოფებოდა.
როგორც ჯაველიძემ გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა, ამ ვიზიტის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
„კაი საქმეზე რომ წასულიყო, ამას არ დამალავდა და მთელ ქვეყანას სიამაყით ამცნობდა, ამერიკაში მივდივარო. ჩუმად რაკი წავიდა, იქ, ეტყობა, დავალებები მისცეს. „რესპუბლიკელებს“ რომ ამერიკელები მართავენ და აფინანსებენ, ეს ყველამ იცის.
„რესპუბლიკელებს“ რომ რაღაც გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამაზე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაც მეტყველებს. მან „ნაციონალებს“ მოუწოდა, სააკაშვილი ჩამოიშორეთო. ეს იმიტომ, რომ სააკაშვილს სახელი ძალიან აქვს გატეხილი, ხალხი ვერც მის პარტიას იტანს. „რესპუბლიკელებს“ ჰგონიათ, რომ თუ სააკაშვილს „ნაციონალებს“ მოაშორებენ, ამით ხალხს იმ საშინელებას დაავიწყებენ, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. „რესპუბლიკელებს“ რომ მათთან დაკავშირებით რაღაც გეგმა აქვთ, ამაზე დავით უსუფაშვილის განცხადებებიც მეტყველებს. ის სულ ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, გადარჩენააო.
„ნაციონალების“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველას მოეხსენება, მაგრამ „რესპუბლიკელებს“ მაინც სჯობიან. თავისი არსით ანტიეროვნულები იყვნენ, მაგრამ ხალხის გასაგონად მაინც აკეთებდნენ პატრიოტულ განცხადებებს. ამათი განცხადებები კი თავიდან ბოლომდე ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია“ - განაცხადა ჯაველიძემ.
მისივე თქმით, ამერიკამ გადაწყვიტა და მათი იდეაა, რომ ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალებს“ ჩამოსცილდეს.
„ამიტომაც დაასაქმეს ის უკრაინაში. ვაშინგტონმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა არ იყო. მას მხოლოდ იმიტომ არ ელეოდნენ, რომ ბრძანებებს ასრულებდა კარგად. სხვანაირად ის 9 წელი თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა.
ახლა ეტყობა „რესპუბლიკელებმა“ დაარწმუნეს, რომ სააკაშვილზე უკეთ შეასრულებენ დავალებებს. თავისი ერთგულების დამტკიცებას ალასანიას პარტიის წევრებიც ცდილობენ.
„რესპუბლიკელებმა“ კარგად იციან, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს იზამენ. ამიტომაც ცდილობენ წინასწარი თადარიგის დაჭერას. კოალიციიდან გამოპანღურების შემთხვევაში ისინი მარგველაშვილთან, ალასანიასთან და „ნაციონალებთან“ ერთად შექმნიან კოალიციას“ - აცხადებს ჯაველიძე.
newspress.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.