თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა.
კახა კალაძემ მშობლებისგან მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„შენ ახლა გაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, იყო კარგი მოსწავლე და წარმატებული ადამიანი. მე არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს“, - უთხრა თბილისის მერმა ანდრია ლორთქიფანიძეს.
მოზარდის დედის, ნინო ჩემიას თქმით, პირველადი დახმარება მის შვილს უცნობმა გამვლელმა გაუწია, ვისიც მადლიერია. მან ასევე გამოხატა მადლიერება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის,დევი მეზურნიშვილის მიმართ, რომელმაც მოზარდები გადაარჩინა.
„როგორც შემდეგ გავიგე, ჩემს შვილს პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწია გამვლელმა, რომლის ვინაობაც დღემდე არ ვიცით. ძალიან მინდა, გავიცნო ეს ადამიანი და მადლობა გადავუხადო. უდიდესი მადლობა დევი მეზურნიშვილს, მან შვილი გადამირჩინა“, -აღნიშნა ნინო ჩემიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.