საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტიციო სამუშაოები გრძელდება.
ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე საფეხმავლო ბილიკების, ტროტუარების, პანდუსებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
აღნიშნილი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია მწვანე ნარგავებისა და დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.