უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ტერორისტული ომის ფონზე, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, საქართველომ „მოლოდინის რეჟიმში” უნდა განაგრძოს ყოფნა!.. - მოსაზრება
23-10-2022, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსრკ-ს დანგრევის და აგრესორ რუსეთთან რამდენიმე ომის შემდეგ, საქართველო დიდი ხანია ელოდება იმ დროს, როდესაც ნატო-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება! დღესაც, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და მიმდინარე ტერორისტული ომის ფონზე, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, საქართველომ "მოლოდინის რეჟიმში" უნდა განაგრძოს ყოფნა!.. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინისაგან და მოლდოვასაგან განსხვავებით, საქართველოს მდებარეობა და მდგომარეობა შეუძლებელს ხდის ნატოს მხრიდან რეალურ სამხედრო მხარდაჭერას, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დღეს, ოკუპანტი რუსეთი ხელახალ სამხედრო აგრესიას განახორციელებს საქართველოს მიმართ, ვერც ნატო და ვერც ცალკე აღებული აშშ, არ და ვერ ჩაერევა რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში!.. დიახ, ბალტიის სახელმწიფოებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ რუსულ სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-დიპლომატიურ-ინფორმაციულ დაპირისპირებაში წინა ხაზზე იყვნენ და აგრესორი რუსეთი "ყველა ბრუნვაში მოიხსენიონ", რადგან მათი ქვეყნები - ნატო-ს "ქოლგის ქვეშ" იმყოფებიან და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ისინი მყისიერად, ნატო-ს სამხედრო ძალების მიერ საიმედოდ იქნებიან დაცული! ცხადია, რომ საქართველო გაცილებით უფრო დიდი საფრთხის ქვეშაა, ვიდრე იგივე მოლდოვა, მხედველობაში მაქვს, რუსეთის ხელახალი აგრესიის საშიშროება, მითუმეტეს, რომ მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველო რუსეთის უშუალო მეზობელია, ჩვენ თითქმის 1000 კილომეტრიანი საერთო საზღვარი გვაქვს ოკუპანტ რუსეთთან!.. საქართველოსა და მოლდოვას შორის არის ერთი მსგავსება, ვგულისხმობ, მოლდოვას კუთვნილ დნესტრისპირეთის რეგიონში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას, რომელიც თვითგამოცხადებული ტირასპოლის სეპარატისტული რეჟიმის საყრდენია. თუმცა, საქართველოს 2 რეგიონისგან განსხვავებით, რუსეთს "არ უღიარებია" ამ სეპარატისტული რეგიონის "დამოუკიდებლობა" და ამიტომ, მოლდოვას სახელმწიფოს რუსული ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსი არ მიუნიჭებია.

 


გარდა იმისა, რომ უკრაინა და მოლდოვა გეოგრაფიულად ევროპაში მდებარეობენ, ისინი უშუალოდ ესაზღვრებიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მოლდოვას შემთხვევაში კი, მონათესავე რუმინეთის სახელმწიფოს! ალბათ, ვინმე იტყვის, - საქართველოც ხომ ესაზღვრება ნატო-ს წევრ თურქეთის სახელმწიფოსო?.. კი, მასეა, თუმცა თურქეთის "იმედად ვერ ვიქნებით". დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებისგან "არსებითად" განსხვავდება (თუნდაც, რუსეთთან მიმართებით), თანაც თურქეთი ევროპაზე განაწყენებულია იმის გამო, რომ მას ევროკავშირში არ ღებულობენ! ამიტომ, თანამედროვე თურქეთი ევროკავშირის და ნატოს ზოგიერთი გადაწყვეტილებების "საიმედო მომხრე" არ არის!.. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველოს დღევანდელი რთული მდგომარეობა არ არის საგანგაშო და გამოუსწორებელი, რადგან ევროპისაკენ მიმავალ საქართველოს ისეთი სტრატეგიული პარტნიორები ჰყავს, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირია, რომლების მეოხებითაც, დეოკუპირებული და გაერთიანებული საქართველო საბოლოოდ სამშვიდობოს "გააღწევს თავს", იგი გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი, რომელიც ევროატლანტიკური "ქოლგის ქვეშ" აბსოლუტურად უსაფრთხოდ იცხოვრებს და განვითარდება! ასე იქნება, რადგან გამორიცხულია, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ტერორისტმა რუსეთმა გაიმარჯვოს გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხზე და ერთიანი, ძლიერი, მდიდარი დასავლეთის ცივილიზებულ სახელმწიფოებზე! მწამს და მჯერა, რომ პუტინის რუსეთის მმართველობიდან "ჩამოცილებისთანავე" დასრულდება ომი უკრაინაში, რუსეთის ახალი მმართველები გაიყვანენ თავის ჯარებს უკრაინიდან, პარალელურად, რუსეთი იძულებული გახდება, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები - აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და დნესტრისპირეთიდან!.. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, შესრულდება ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დასკვნით რეზოლუციაში ჩაწერილი ვალდებულება - საქართველო უკრაინასთან ერთად გაწევრიანდება ნატოში, აგრეთვე, მოლდოვაც!!!

 


პ.ს. ასე რომ, ქართველებო, ჩვენი წილი ვიღვაწოთ და ვილოცოთ სიმართლის გამარჯვებისთვის, იმედიანად და მხნედ ვიყოთ, კიდევ ცოტა მოთმინება, ოღონდ უაქტიურესი დიპლომატიური საქმიანობის ფონზე, უწინარესად კი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 1
#1   seooo
      
There was a printing and mailing https://www.digitekprinting.com/direct-mail recommended to me by a friend for our wedding. She said that it was very affordable and the services were great. She was not lying. I can assure you that your money that will be invested in they will be worth it because of their fine finished products in printing.
28 ოქტომბერი 2022 12:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი