ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში
24-10-2022, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტისას განიხილება ასევე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

 

 

„დღეს საქართველოში ველოდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს. როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი