[ვიდეო] თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება
24-10-2022, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან უკვე მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს გზაგამტარის მშენებლობა სრულდება.

 


მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

 

 

 


„მიმდინარეობსსაავტომობილო ხიდის მშენებლობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ამ მასშტაბის სამუშაოები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ხიდი მაქვს მხედველობაში, დედაქალაქში არ განხორციელებულა. ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც გარკვეულწილად, განტვირთავს მოძრაობას და ხელს შეუწყობს გადაადგილებას.ტერიტორიაზე მოეწყობაორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე, ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.

 


უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგებისდამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს,პროექტის ღირებულება კი 35 მლნ ლარია.

 


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი