შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 17 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სომალის რესპუბლიკის 15, საქართველოს 1 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანაში არსებული სპეციალური სამალავის
მეშვეობით, სომალის რესპუბლიკის მოქალაქეების თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.