ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დელეგაციასთან ერთად, მცხეთაში უმასპინძლა
24-10-2022, 21:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვები.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ფოტოასლები დაათვალიერეს, რომლებშიც ასახულია აზერბაიჯანელთა სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა და ხელოსნობა. აღნიშნული კოლექციის შეგროვება საქართველოში 1852 წელს თბილისში დაარსებულ კავკასიის მუზეუმს უკავშირდება.

 

კოლექციის გამდიდრება და შესწავლა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპედიციებისა თუ შემოწირულობების გზით ხდებოდა. აღნიშნული კოლექცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდმა, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარადგინა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი