ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის მე-2 შესახვევში, N35-ის მიმდებარედსაყრდენი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 41-მეტრიანი კედელი შენდება. ასევე, მოეწყობა დამცავი ღობე.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნული ტერიტორია საფრთხის შემცველი იყო. იშლებოდა მიწა, რის გამოც საჭირო გახდაგრუნტის დამჭერიკედლის მშენებლობის დაწყება. ამ პროექტით თავიდან ავიცილეთ მდგომარეობის გამწვავება და მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ დგას. ადგილობრივი მოსახლეობაც დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 224 000 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.