საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერში წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.
„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა ბოლო წლებში.
ჩემ ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.