„ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას” - ჯუანშერ ბურჭულაძე
26-10-2022, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

“ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას” - ამის შესახებ საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის
უწყებამ კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
„ზოგადად, ეს გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სამსახურები მუშაობენ.
საზოგადოებას რომ ჰქონდეს შეგრძნება, ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც, პირობითად კი ჰქვია
საზღვრების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის საზღვრები, ის ინფორმაცია და ის რისკები,
რაც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ელექტრონულად. ამის უზრუნველყოფასაც ახდენს
სახელმწიფო, რომ მან არ დააზიანოს, თუნდაც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი”, -
აღნიშნა მინისტრმა.

 


მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა
იგეგმება. “განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია კიბერუსაფრთხოების სარდლობა
არსებობს, მათ შორის ჩვენც სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის
შექმნა, რასაც შევქმნით და ყველა ის რისკი და ასპექტი რაც თეორიულად შეიძლება იყოს, ჩვენ
გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და იქნება გათვალისწინებული ჩვენს ახალ
სარდლობაში. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში
არსებული ყველა ეს მიმართულება ერთი სარდლობის ქვეშ მოექცეს რომელსაც, მენეჯმენტს
გაუწევს თავდაცვის ძალები,” - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი